2018-04-30

თსუ-სა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი

თსუ-სა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-სა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში, თსუ პროფესორ თინათინ მარგალიტაძისა და თსუ პროფესორ ვახტანგ ლიჩელის საჯარო ლექციები გაიმართა.

თსუ პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ წაიკითხა ლექცია ,,ენა და კულტურის ეკოლოგია“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლექციები მიმდინარეობს იმ გარემოში, სადაც გამოფენილია უნივერსიტეტის დამფუძვნებლის ნივთები . "მოსწავლეები ისმენენ ლექციებს, რომელიც ეთმობა ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, იდენტობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. იმედია, მოსწავლეები კმაყოფილები დარჩებიან. მე მათ ვესაუბრე ქართულ ენაზე, და შევეცადე ამეხსნა რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი იდენტობისთვის“,- აღნიშნა თინათინ მარგალიტაძემ.

პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა წაიკითხა ლექცია ,,არქეოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“ ,,პროექტი სკოლის მოსწავლეებს უმარტივებს არჩევანის გაკეთებას - რა მიმართულებით უნდა ისწავლონ  და ხელს უწყობს გააკეთონ არჩევანი. ლექციაზე ვისაუბრეთ გრაკლიანის გორის აღმოჩენებზე. ეს არის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა, სადაც თსუ სტუდენტები გადიან პრაქტიკას. ეს კი მნიშვნელოვანია არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

საჯარო ლექციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ,,ძალიან საინტერესო ლექცია იყო, ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავიგე როგორც ბარბარიზმებზე, ასევე არქეოლოგიაზე. ძალიან დამაინტერესა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ძველმა კულტურამ, იარაღებმა და წინა საუკუნეების ნივთებმა“, - განაცხადა სკოლის მოსწავლემ ნიკა კაიშაურმა.

ლექციათა ციკლი 26 მაისამდე გაგრძელდება და ის მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის ასწლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.

Print

« იხ. ყველა სიახლე