2020-07-20

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უუნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ ქართველი და უცხოელ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც სტუდენტებში წაახალისებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.), როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელის შესწავლას.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920 წელს ევროპელი სოციალისტური დელეგაციის ვიზიტის შესახებ ერთობლივი პროექტის მომზადებას. პროექტის შედეგად, ოთხენოვანი (ქართული, გერმანული, ფრანგული, ინგლისური) წიგნი - „მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის (ევროპელი სოციალისტები) დელეგაცია საქართველოში“ დაიბეჭდება.

წიგნისათვის საჭირო მასალების მოძიებას, დამუშავებას და გამოსაცემად მომზადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის უკვე მეორე ერთობლივი პროექტია. მხარეთა  თანამშრომლობით, 2018 წელს გამოიცა გერმანელი სოციალ-დემოკრატის  - კარლ კაუცკის წიგნი: „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. შთაბეჭდილებები და დაკვირვებანი“.


Print

« იხ. ყველა სიახლე
loading