2019-11-15

შალვა ამირანაშვილი - 120

შალვა ამირანაშვილი - 120
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს. 
კონფერენციის ორგანიზატორები თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახლდათ. საიუბილეოდ  შალვა ამირანაშვილის მიერ ათწლეულების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების კრებული: „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“ დაიბეჭდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში მომზადდა და  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაიბეჭდა. კონფერენციის გახსნისას გაიმართება ხსენებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.


Print

« იხ. ყველა სიახლე