2020-08-20
თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია
![თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია](/data/img/894320/117962869_10157312458347233_9190504859643945874_o.wq8KcPGM3h.jpg)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია!
ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო „თელასი ჯორჯიანს“ და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თსუ-ს ფეხბურთელი ლევან კობაიძე გახდა.
თამაშს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმიისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ესწრებოდნენ.
« იხ. ყველა სიახლე