2018-11-17

თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აირჩიეს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, არჩევნები  დარღვევების გარეშე ჩატარდა. „ყველა საარჩევნო უბანი 10.00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17.00 საათზე დასრულდა, სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა კი 18.00 საათზე. საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცესს წარმატებით გაართვეს თავი,“ - განაცხადა ჩაკვეტაძემ. მისივე ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებლებისგან საჩივარი არ დაფიქსირებულა.

არჩევნებს 23 დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან „დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციიდან, ასევე დამოუკიდებელი დამკვირვებლები. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა ანა გოგოლაურმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და დამკვირვებლებს დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე