2019-11-26

თსუ დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე

თსუ დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილე მიულოცა. 
უნივერსიტეტის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 26 ნოემბერს ქალაქ ბაქოში გაიხსნა და რამდენიმე დღეს გასტანს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ასევე თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი. 
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს 4000-ზე მეტი სტუმარი ესწრება ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის რექტორები და სხვა საპატიო სტუმრები. 
Print

« იხ. ყველა სიახლე