2020-04-02
სტუდენტური პროექტების მიღება 15 აპრილს დასრულდება
![სტუდენტური პროექტების მიღება 15 აპრილს დასრულდება სტუდენტური პროექტების მიღება 15 აპრილს დასრულდება](/data/img/893426/Screen Shot 2020-04-02 at 6.06.18 PM.2KimucpNSA.jpg)
შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების წარდგენა შესაძლებელია
15 აპრილის ჩათვლით.
წარმოდგენილი (სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო) პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. 15 აპრილამდე შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა.
თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე