2019-02-08
თსუ სპორტსმენებმა უნივერსიტეტის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს
![თსუ სპორტსმენებმა უნივერსიტეტის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს თსუ სპორტსმენებმა უნივერსიტეტის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს](/data/img/87100/51635306_10155913082342233_3359592774063095808_o.ETwv8y2GF.jpg)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის 101 წლის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს. თსუ საკალათბურთო გუნდი „თსუ-ჰიუნდაი“ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალში, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, თსუ-ელებმა „დელტა“ 89:77 დაამარცხეს. არა მხოლოდ მატჩის, მთლიანი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად „თსუ-ჰიუნდაის“ გამთამაშებელი კორი სანდერსი დასახელდა. კორი სანდერსმა გუნდს ფინალში 20 ქულა მოუტანა.
თსუ-სა და ჰიუნდაის შორის თანამშრომლობა ორი წლის წინ დაიწყო. ახალი ფორმაციის გუნდი, გასულ წელს, საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში დაბრუნდა და წელს პირველი ტიტული მოიპოვა.
« იხ. ყველა სიახლე