2017-02-08

სკოლის მოსწავლეები თსუ იუბილეზე

სკოლის მოსწავლეები თსუ იუბილეზე
99 წლის იუბილეზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათი მასპინძელი თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი მარინა ლომოური იყვნენ. პატარა სტუმრები დღეს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიას გაეცნენ.

საბავშვო უნივერსიტეტი თსუ-ში 2007 წელს დაარსდა და მრავალ საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამას აერთიანებს. საბავშვო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით არაერთ სკოლასთან  თანამშრომლობს.

Print

« იხ. ყველა სიახლე