2017-12-04

ზაალ კოკაია ევროპის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

ზაალ კოკაია ევროპის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს
ევროპის მეცნიერებათა აკადემიას (Academia Europaea)  საქართველოდან კიდევ ერთი მეცნიერი შეემატა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია ევროპის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

ევროპის მეცნიერებათა აკადემიის (Academia Europaea)  წევრები საქართველოდან ასევე არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე