2019-09-16

"შემოდგომის ლეგენდა - 2019"

"შემოდგომის ლეგენდა - 2019"
„შემოდგომის ლეგენდა -2019“, შენი აღმოჩენის დროა!
თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „სილქნეტი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა. მწვანე თარგი - სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური 
მონაწილეობის მსურველებმა, 16 სექტემბრიდან - 13 ოქტომბრის ჩათვლით, შეავსეთ აპლიკაცია და მიამაგრეთ ნაშრომი შემდეგ ბმულზე.  

პროზაული ნაშრომი უნდა იყოს მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია; 

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის  სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
2 22 23 91





Print

« იხ. ყველა სიახლე