2015-06-24

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2015

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის  2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მონაწილეობის მსურველებმა ( დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა) გთხოვთ, 2015 წლის 24 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, გაიაროთ რეგისტრაცია.  sms.tsu.ge-ს პირად გვერდზე შესვლისას, გაგეხსნებათ ფანჯარა. დააწექით ღილაკს “დიახ".  sms.tsu.ge-ზე არსებული თქვენი მონაცემები ავტომატურად გადავა მონაწილეთა სიაში.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია ჩატარდება ივლისის თვეში. დაზუსტებულ თარიღს დამატებით გაცნობებთ.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის რეგისტრაცია მოგვიანებით დაიწყება. საზეიმო ღონისძიება კი სექტემბრის თვეში გაიმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე