2020-09-08
ბრძანება №:169/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 7 სექტემბრის N13677/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის      ფაკულტეტის      ერთსაფეხურიანი      საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის: 

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1 ოქტომბერი  - 2 ნოემბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 ოქტომბერი -2 ნოემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ნოემბერი - 6 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები - 6-13 მარტი;
ა.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია   27 თებერვალი -14 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 -20 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 22 მარტი – 16 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები - 21-28 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 12 სექტემბერი.


1.2) III-XII სემესტრელი სტუდენტებისათვის: 
გ) შემოდგომის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 5 ოქტომბერი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 სექტემბერი - 5 ოქტომბერი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 5 ოქტომბერი-14 თებერვალი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები -15-20 თებერვალი;
გ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი; 21 -28 თებერვალი.


დ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია   27 თებერვალი -14 მარტი; 
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 -14 მარტი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 15 მარტი – 8 ივლისი;
დ.დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები - 15- 21 ივლისი;
დ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება