2018-02-22
ბრძანება №:31/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი ევგენი ხარაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი ევგენი ხარაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2018 წლის 11 იანვრის N410/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი ევგენი ხარაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. აკადემიკოსი ევგენი ხარაძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა)  რამაზ  ხომერიკი - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) არჩილ უგულავა - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი  (კომისიის წევრი);
გ) ნანა შათაშვილი - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი  (კომისიის წევრი);
დ) თამარ ჭელიძე - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორი  (კომისიის წევრი);
ე) რუსუდან დანელია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (კომისიის მდივანი). 
3.    დაევალოს    კანცელარიას    ბრძანების     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.  დაევალოს       საინფორმაციო      ტექნოლოგიების     დეპარტამენტს        ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                     გიორგი  შარვაშიძე      

« უკან დაბრუნება