2019-05-21
ბრძანება №:119/01-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წელისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” რექტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის 265/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

,,სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია  თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წელისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ”  რექტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის 265/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,   მე-9   პუნქტის,   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ დემურ ჯალაღონიას  2019 წლის 10 მაისის N8547/27  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წელისთავის, ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”   რექტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის N265/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვაში და   ხარჯთაღრიცხვის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საერთაშორისო კონფერენციის მასალების (მოხსენებების) გამოქვეყნება, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის  საერთაშორისო  ჟურნალში,  ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“ N9. სპეციალური ნომერი მიძღვნილი აკადემიკოსის შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი. ტირაჟი 150, 210 გვერდი, ყდა ფერადი, თსუ გამომცემლობა, სავარაუდოდ 1153 ლარი (ფაკულტეტის ბიუჯეტი)“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3.    დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი          გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება