2016-12-23
ბრძანება №:18/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - რექტორის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) რევაზ აფხაზავა  - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრი;
გ)  ირინა გველესიანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
დ) ალექსანდრე თევზაძე - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ე) ლაშა ლაბაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხარე საგანმანათლებლო ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი, საბჭოს წევრი;
ვ) ოლივერ რაისნერი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ზ) ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და  და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი.
2. დაევალოს საბჭოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის დასამტკიცებლად წარდგენა არაუგვიანეს 2017 წლის 15 იანვრისა.
3. დაევალოს საბჭოს სტუდენტური პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა მოქმედი კანონმდებლობისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის საფუძველზე.
4. საბჭო უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს  სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



რექტორი       გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება