2020-09-04
ბრძანება №:134/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ nდაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 27 ივლისის N10099/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი შემფასებლის 2020 წლის 07 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო,     სამეცნიერო,     საგამოცდო,    მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული   ღონისძიების   ორგანიზების       პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების      განსაზღვრის  შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება