2011-06-02
ბრძანება №:52/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 12 აპრილის #39/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის  12 აპრილის #39/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 12 აპრილის №39/01-01 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ პირველ პუნქტში, ნაცვლად ,,2010/2011 სასწავლო წლისა” მითითებული უნდა ყოფილიყო ,,2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე შეცდომა დაშვებული იქნა ამავე პუნქტით განსაზღვრულ დაფინანსების ოდენობაში, ხოლო ბრძანების მეორე პუნქტში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ნაცვლად შემოდგომის სემესტრისა.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე და 59-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი /მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ –პ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის                12 აპრილის 39/01-01 ბრძანებაში გასწორდეს შემდეგი ტექნიკური ხარვეზი:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო რაოდენობა 258 948 ლარით”.
ბ) ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 34057 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 47154 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 45495 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 73166 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 51100 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 7976 ლარი”.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                    ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება