2015-08-25
ბრძანება №:146/01-01

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიური ცივილიზაცია: ინტერდისციპლინარული კვლევები’’ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიური ცივილიზაცია: ინტერდისციპლინარული კვლევები’’  ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის  ზვიად კვიციანის  2015  წლის 10 ივლისის #322665/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. 2015 წლის 6 - 10 სექტემბერს მესტიაში საერთაშორისო კონფერენცია  „კავკასიური ცივილიზაცია: ინტერდისციპლინარული კვლევები’’  ჩატარების მიზნით, შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვლადიმერ პაპავა - თსუ რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი,  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის        მოადგილე;
გ) დარეჯან თვალთვაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ე) ზვიად კვიციანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ტარიელ ზარანდია - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;

კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) თეა გერგედავა - თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ევგენია ქურთიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი, დოქტორანტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი (კონფერენციის საინფორმაციო უზრუნველყოფა);
პ) ირაკლი ანჩაბაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, დოქტორანტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი (კონფერენციის საინფორმაციო უზრუნველყოფა). 

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 2200 ლარის გამოყოფა  კონფერენციის უცხოელ მონაწილეთა სატრანსპორტო  მომსახურების უზრუნველსაყოფად.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტს და  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“  უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.

6. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.

7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს კონფერენციას გამოფენის   ორგანიზება. 

8. დაევალოს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზება.

9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
 
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

11. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
 
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                    
  
« უკან დაბრუნება