2011-12-28
ბრძანება №:130/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი პერიოდის დოქტორანტების მიერ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმების მომზადებისა და ჩაბარებისთვის საჭირო საათების რაოდენობის დადგენის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი პერიოდის დოქტორანტების მიერ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმების მომზადებისა და ჩაბარებისთვის საჭირო საათების რაოდენობის დადგენის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორისათვის მინიჭებული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გარდამავალი პერიოდის დოქტორანტების მიერ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმების მომზადებისა და ჩაბარებისთვის საჭირო საათების რაოდენობის დადგენის მიზნით შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო დურგლიშვილი - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ბ) ელისაბედ ბჟალავა - სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
დ) კომისიის წევრები:
დ.ა) ელენე ხარაბაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;  
დ.ბ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
დ.გ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
დ.დ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
დ.ე) ნოდარ ბელქანია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
დ.ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
დ.ზ) ეკა ლეკაშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.თ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.ი) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.კ) ნინო ჩიხლაძე – მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.ლ) დალი ოსეფაშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.მ) დავით ბოსტოღანაშვილი – იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ.ნ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) კომისიის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (კომისიის წევრად უნივერსიტეტის სხვა თანამდებობების პირთა, ან ყოფილ ლექტორთა მიღების გადაწყვეტილება).
2.  დაევალოს კომისიას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გარდამავალი პერიოდის დოქტორანტების მიერ ჩაბარებული საკანდიდატო მინიმუმების მომზადებისა და ჩაბარებისთვის საჭირო საათების რაოდენობის დადგენა;
3.    კომისიის სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
4. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
5. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.
6. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
7. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;
8. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე.
9. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
10. წინადებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე გამოქვეყნება დაე¬ვა¬¬¬ლოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ.
12. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.





რექტორი                                                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება