2008-07-08
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების გაგრძელების შესახებ (ბრძანება № 52/01-01)

ბრძანება # 52 / 01-01
       08.07.2008 წ
              

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ, ასოცირებულ და ასისენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის", "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თნამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ და მედიცინის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა შესარჩევ კონკურსში დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა გაგრძელდეს 25 ივლისამდე.
  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  3. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯარო გაცნობისათვის.

 

 

   რექტორი, პროფესორი
  გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება