2019-04-08
ბრძანება №:71/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,   საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2019 წლის 3 აპრილის  N5943/10 და 2019 წლის 4 აპრილის N6168/10 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების განყოფილებაში  შტატგარეშე  პოზიციაზე  (შრომითი  ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის (2 ვაკანსია)  შესარჩევად.
2.  პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით.
3. გამოსაცდელ   პირველად   ვადად   განისაზღვროს   3   თვე.   შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების    საკითხი    გადაწყდება    დეპარტამენტის უფროსის დასკვნის საფუძველზე.
4.  აპლიკანტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)   ჰქონდეს     უმაღლესი     განათლება     -     ბაკალავრი     (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ)   ჰქონდეს   სახელმწიფო   შესყიდვების   მიმართულებით   მუშაობის   1   წლიანი გამოცდილება;
გ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
დ)   იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია;
ე)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
ვ.ა)  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის  1595–1599 მუხლები;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ვ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ვ.დ)   საქართველოს  მთავრობის  2014   წლის  14   იანვრის  №55   დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“  დამტკიცების შესახებ“;
ვ.ე)   საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური    რეგლამენტის    –    „სამშენებლო    სამუშაოების    ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ვ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ვ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო     შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“; 
ვ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11    ბრძანება   „ორეტაპიანი   ელექტრონული   ტენდერის   ჩატარების   წესის დამტკიცების შესახებ“;

5.   უნარები
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი)  ცვლილებების  ადეკვატურად  აღქმის  უნარი  და  სიახლეების  სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
6.   აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:


ა) შესყიდვების განყოფილების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების ყოველდღიურად მიღება შესყიდვების განყოფილებიდან   და ინსპექტირების ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) შესყიდვების განყოფილების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების შესაბამის რეესტრში გატარება;
გ) ინსპექტირების ჯგუფის უფროსის დავალებით, შესყიდული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების დოკუმენტური მასალების შეკრება ინსპექტირებისათვის;
დ) მოწოდებული საქონლის   ან მომსახურების ინსპექტირების ჩატარების შემდეგ, ინსპექტირების ჯგუფის უფროსთან ერთად,     ხელშეკრულების პირობების გაანალიზება;
ე) ინსპექტირების დასკვნის ტექსტის მომზადება და     წარდგენა ინსპექტირების ჯგუფის უფროსისადმი;
ვ)  კომისიების  წევრების  მიერ ხელმოწერილი  დასკვნების  გადაცემა შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელისათვის;
ზ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
თ) ხელშეკრულებით    გათვალისწინებული    ოდენობითა    და    პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ი) ისარგებლოს შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, გამოიყენოს უქმე და დასვენების დღეები, აგრეთვე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) ისარგებლოს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“   და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხო   ენის   ცოდნის   დამადასტურებელი   დოკუმენტი   (არსებობის შემთხვევაში);
ზ)  უცხოენოვანი   საბუთის   შემთხვევაში   საჭიროა   მისი   ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
თ) სამოტივაციო წერილი;
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


8.   კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის   მიერ   წარმოდგენილი   საბუთებიც   დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან  გაივლიან     გასაუბრებას,  (კონკრეტული  თარიღი  და  დრო ეცნობებათ  წინასწარ).  გასაუბრების  შედეგები  აპლიკანტებს  ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge   სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;"
11. ბრძანება  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე       (შრომითი       ხელშეკრულება)       უფროსი სპეციალისტების შესარჩევად      კონკურსის      გამოცხადების      შესახებ  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო    კომისიის    შემაჯამებელი    ოქმი    თსუ    ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2019 წლის პირველი მაისისა.
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                 ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება