2012-12-21
ბრძანება №:2196/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე
 
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში შემოვიდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება (№31448/02, 04.12.2012) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სტატუსის შეჩერების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგად დადგინდა შემდეგი:
წარდგინებაში მითითებულ სტუდენტებს 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან არ გაუვლიათ ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. თუმცა, სტუდენტების მიმართ არ გამოცემულა სტატუსის შეჩერების თაობაზე ბრძანება.
"უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ფინანსური დავალიანება. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ სტუდენტებს შეჩერებულად უნდა ჩაეთვალოთ სტუდენტის სტატუსი 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (№31448/02, 04.12.2012) წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაეთვალოთ სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან წინამდებარე ბრძანებაზე თანდართულ №1 დანართში მითითებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (1 დღის ვადაში).
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



  რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება