2017-02-14
ბრძანება №:21/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 22 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2016 წლის 26 დეკემბრის N46176/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება