2017-10-23
ბრძანება №:210/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების,    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 9 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  გრიგორ ტატიშვილის 2017 წლის 18 ოქტომბრის №18562/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება     (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადით) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება:

ა) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებას დამატებით 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

ბ) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება გამოყენებითი კვლევების მიმართულებას დამატებით მოეთხოვება 2 პატენტი ან 1 პატენტი და 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 პატენტი და 1 მონოგრაფია ან 1 პატენტი და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

4. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.
6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის     18 დეკემბრისა.
8. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი - 10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 8 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
   
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

10. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
 მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (სამი)

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ     რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი, მინდელის ქ. №11. ოთახო №205-ა.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი             გიორგი შარვაშიძე      
« უკან დაბრუნება