2013-11-25
ბრძანება №:150/01-01

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ


ცვლილება შეტანილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №179/01-01 ბრძანებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    დამტკიცდეს ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესი“ (დანართი N1) (ცვლილება შეტანილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №179/01-01 ბრძანებით)
2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                            ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება