2018-03-16
ბრძანება №:07/03

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტის სწავლის შედეგებთან პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის ფორმების დამტკიცების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტის სწავლის შედეგებთან პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის ფორმების დამტკიცების შესახებ

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის  და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’  ქვეპუნქტის  საფუძველზე,  

ვბრძანებ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობა განსახორციელებელი სასწავლო და კვლევითი კომპონენტის სწავლის შედეგებთან დადგინდეს წინამდებარე ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებით დამტკიცებული ფორმების მიხედვით; 
2.დამტკიცდეს სასწავლო კომპონენტის სწავლის შედეგებთან ამ კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის ფორმა (დანართი N1); 
3.დამტკიცდეს კვლევითი კომპონენტის სწავლის შედეგებთან ამ კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის ფორმა (დანართი N2); 
4.წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს   უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2010 წლის 19 მარტის N02/03 ბრძანება.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                                                                       ირინე დარჩია

« უკან დაბრუნება