2014-10-07
ბრძანება №:181/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტსა და თსუ-სა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაცვლით პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ დიანა ლეჟავას და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 3 ოქტომბრის (#34682/02; #34725/02) წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტსა და თსუ-სა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაცვლით პროგრამაში მონაწილე პირთათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა:

საგამოცდო კომისია:

1. ნანა მაჭარაშვილი (თავმჯდომარე);
2. დიანა ლეჟავა (მდივანი);
3. ლია წულაძე.

საპრეტენზიო საბჭო:

1. თამარ ხუნწარია;
2. მიხეილ შავთვალაძე.

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                      იოსებ სალუქვაძე

« უკან დაბრუნება