2019-05-15
ბრძანება №:115/01-01

XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის 2019 წლის 4 აპრილის №8696/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გასატარებელ ღონისძიებათა დადგეგმვისა და განხორციელების საორგანიზაციო საკითხების ინიცირების მიზნით დამტკიცდეს  სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ)  ნუნუ ოვსიანიკოვა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო ოკრიბელაშვილი - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნანა გაფრიდაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) თამარ ზარანდია - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ირაკლი ბურდული - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი  – სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) თედო დუნდუა - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი  – სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ)  ნუგზარ  სურგულაძე  -  უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტის  პროფესორი   – სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გოჩა ფერაძე - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) დიმიტრი შველიძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  – სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნიკოლოზ    ჯავახიშვილი    -    უნივერსიტეტის        ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი; ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ნანა    მამაგულიშვილი    -    უნივერსიტეტის    საზოგადოებასთან    ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი.


2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამუშაო ჯგუფმა ამავე ბრძანების მიზნებისათვის უზრუნველყოს:
ა) ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების მიზნით შესაბამისი ინიციატივების განხილვა და მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
ბ) ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოსამზადებელი და გამოსაცემი შრომების    (მათ    შორის    ვარლამ    ჩერქეზიშვილის    ცხოვრებისა    და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურა, მათი ციფრული ვერსიები) სახეობების    განსაზღვრა    და    ამ    მიზნით    შესაბამისი    მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
გ) ფართო საზოგადოებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის ცნობადობის ასამაღლებლად სატელევიზიო (რადიო) გადაცემების (მეცნიერების, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეების მონაწილეობით) მომზადების ინიციატივების განხილვა 
და მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;
დ) ქ. თბილისსა და ქ. საგარეჯოში ქუჩებისათვის, ასევე ქ. საგარეჯოში ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭების ინიციატივის განხილვა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
ე) ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეებზე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ინიცირება;
ვ) ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეებში ვარლამ ჩერქეზიშვილის ნეშთის მთაწმინდის პანთეონში გადმოსვენების საკითხის ინიცირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ასევე მისი მეუღლის ნეშთის გადმოსვენება, ნეშთის მოძიების შემთხვევაში).
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება