2018-09-04
ბრძანება №:204/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-11 პუნქტების,  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრი №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა )  სააუდიტორიო მეცადინეობები - 10 სექტემბერი - 21 დეკემბერი ;
ბ)  საგამოცდო პერიოდი –24- 28 დეკემბერი -  (ძირითადი გამოცდები), 
     15 -19 იანვარი  (დამატებითი გამოცდები);

2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კინო-ტელე რეჟისორი“ (მე-5 საფეხური) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)  თეორიული მეცადინეობები - 17 სექტემბერი -19 ოქტომბერი, საგამოცდო პერიოდი –  22 - 26 ოქტომბერი;
ბ)  სასწავლო პრაქტიკა - 29 ოქტომბერი - 18 იანვარი, საგამოცდო პერიოდი - 21 – 25 იანვარი;
გ)  საწარმოო პრაქტიკა - 28 იანვარი -15 თებერვალი,  საგამოცდო პერიოდი  - 18 -22   თებერვალი;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე


« უკან დაბრუნება