2018-05-14
ბრძანება №:121/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო  გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის  ,,ლ“  ქვეპუნქტის,  23-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების   №3   დანართით   დამტკიცებული   ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის/სამსახურის   1 წლიანი და  3 წლიანი სამოქმედო გეგმების ფორმები’’ (დანართი №1; დანართი №2) და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის /სამსახურის ანგარიშის ფორმა“ (დანართი №3).

2.ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს - დეპარტამენტს/სამსახურს დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ყოველი წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი #3 ფორმის შესაბამისად  შედგენილი გასული წლის საქმიანობის ანგარიში.

3.ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს - დეპარტამენტს/სამსახურს, დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ყოველი წლის 25 დეკემბრამდე წარუდგინოს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ფორმების შესაბამისად შედგენილი  მომდევნო წლის 1 წლიანი და 3 წლიანი სამოქმედო გეგმები. 
 
4.ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს - დეპარტამენტს/სამსახურს დაევალოს მიმდინარე  წლის  1 ივნისამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს 2018 წლის  სამოქმედო გეგმები, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ფორმების შესაბამისად.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება