2013-05-14
ბრძანება №:51/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ,,ზოგადი უნარები’’ დამტკიცების შესახებ

           ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ,,ზოგადი უნარები’’ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და “ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის  25 ივლისის №76/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 17 აპრილის №11684/02 დოკუმენტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ,,ზოგადი უნარები ’’  (დანართი №1);
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება