2017-11-03
ბრძანება №:42/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის #173/02-01 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მურმან ცარციძის 2017 წლის 26 ოქტომბრის №19312/10Nდა თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2017 წლის 30 ოქტომბრის №19503/10 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის 29-ე მუხლის ,,კ”  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,კ) მიხეილ ვარაზაშვილი – კომენდანტი – №207 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”; 
ბ) ბრძანების დანართი #1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 51-ე მუხლი:
,,მუხლი 51. SMART/EDM  ლაბორატორია
1. დავით მჭედლიშვილი – ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 2017 წლის 20 თებერვალს 5 წლის ვადით გაფორმებული სამხრივი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს უნივევრსიტეტების კონსორციუმისა და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი)  საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება