2012-07-16
ბრძანება №:92/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სწავლების ყველა საფეხურზე შემდეგი სახით:
    ა) პირველკურსელთა რეგისტრაცია:

    ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 29 აგვისტო - 8 სექტემბერი;

    ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 -17 სექტემბერი.


    ბ) ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემოდგომის სემესტრი:

    ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია –   15 აგვისტო - 8 სექტემბერი;

    ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია –    10 – 17 სექტემბერი;

    ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები –   17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;

    ბ.დ) არდადეგები - 31 დეკემბერი - 7 იანვარი;    16  თებერვალი - 2 მარტი;

    ბ.ე) საგამოცდო პერიოდი - 8 იანვარი - 2 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 8 – 15 თებერვალი.


    გ) გაზაფხულის სემესტრი:

    გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 - 25 თებერვალი;

    გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 4 მარტი;

    გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -   4 მარტი – 15 ივნისი;

    გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 11 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 17 – 24  ივლისი (დამატებითი გამოცდები).

    გ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 15 სექტემბერი.

    დ) მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა


    შემოდგომის სემესტრი:


    დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 15 აგვისტო - 28 სექტემბერი;

    დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;

    დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 ოქტომბერი - 19 იანვარი;

    დ.დ) არდადეგები – 1- 7 იანვარი;    21 თებერვალი - 2 მარტი;

    დ.ე) საგამოცდო პერიოდი - 21 იანვარი - 9 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 14 – 20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).


    ე) გაზაფხულის სემესტრი:

    ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 10 - 25 თებერვალი;

    ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი  –  4 მარტი;

    ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -   4 მარტი – 15 ივნისი;

    ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 11 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 17 – 24  ივლისი (დამატებითი გამოცდები);

    ე.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 15 სექტემბერი.


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება