2015-10-30
ბრძანება №:1401/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის     2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის   13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, სტუდენტთა განცხადებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 26 ოქტომბრის №39901/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, წინამდებარე ბრძანების  №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1)
2. წინამდებარე ბრძანების დანართში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი  აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე;
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6). 

 
რექტორი, პროფესორი                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება