2009-05-28
ბრძანება №:53 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ (ბრძანება №53/01-01)ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის   29 მაისის №N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის,  ამავე კანონის მე–40 მუხლისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის №N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ 1–ლი მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე


ვბრძანებ:

  1. დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები 2009 წლის 4 ივნისს.
  2. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიასა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება.
  3. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი
გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება