2011-09-27
ბრძანება №:1698/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22–ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 23 სექტემბრის №25347/02 და №25368/02 წარდგინების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 21 სექტემბრის №25073/02 წარდგინების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №24229/02 წარდგინების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №24276/02 წარდგინების, ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2011 წლის 21 სექტემბრის №25082/02 წარდგინების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 15 სექტემბრის №24114/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გადაყვანილ იქნენ 2011 –2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამების  შეცვლის მსურველი სტუდენტები  ფაკულტეტების შესაბამისად:

    ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)

    ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)

    გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)

    დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4)

    ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5)

    ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 6)


  2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის    ხელმისაწვდომ ადგილზე.
  3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
                                                                                              
« უკან დაბრუნება