2017-02-24
ბრძანება №:32/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნისა  და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 20 თებერვლის #1694/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შეიქმნას 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების  უზრუნველსაყოფად სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ბარათელი _ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) მაყვალა დარსანია – თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
გ) მარიამ ჩეკურიშვილი _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება