2014-02-18
ბრძანება №:20/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2014 წლის 04 თებერვლის №3024/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების შეფასების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩომახიძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი);
ბ) თამარ ვეფხვაძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი);
გ) არჩილ კუკულავა – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);
დ) ირაკლი საღარეიშვილი – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);
ე) ნათელა ლაცაბიძე - კომისიის წევრი (პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი);
ვ) ტარიელ ზარანდია - კომისიის წევრი (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი);
ზ) გიორგი ტალახაძე – კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი);
თ) დავით ბოსტოღანაშვილი – კომისიის წევრი (იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი);
ი) რევაზ გულარაშვილი – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი).
2. სამუშაო ჯგუფმა 2014 წლის 24 თებერლიდან 2014 წლის 17 მარტამდე უზრუნველყოს წინადადებების შემუშავება და შედეგების რექტორისათვის წარდგენა.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება