2015-01-09
ბრძანება №:01/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ოთარ თაბორიძის 2014 წლის 21 ნოემბრის №40106/02, უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის თამარ ებრალიძის 2014 წლის  28 ნოემბრის №40882/02 და უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის რობერტ გოლეთიანის 2014 წლის 09 დეკემბრის №42144/02, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2014 წლის 15 დეკემბრის №43111/02, რექტორის თანაშემწის ირმა რუხაძის  2014 წლის  16 ნოემბრის №43199/02, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გაგოშიძის 2014 წლის 16 დეკემბრის №43277/02, უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის 2014 წლის 19 დეკემბრის №43651/02 და რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მზექალა აჭაიძის 2014 წლის 22 დეკემბრის №43854/02 და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2014 წლის 22 დეკემბრის №43888/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი  ამოღებული იქნას;
ბ) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ა) გია ავალიშვილი – ასოცირებული პროფესორი, მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა კოორდინატორი (დეპარტამენტში)”.
გ) დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,4. მერაბ ტომარაძე - რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს კონსულტანტი –რექტორის მისაღები (ოთახი N109)”.
დ) დანართი №1-ის 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:
,,4. ალექსანდრე ლორთქიფანიძე - სპეციალისტი, სახარჯი მასალების ყოველდღიურ განკარგვასა და კონტროლზე”.
ე) დანართი №1-ის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 41-ე პუნქტი:
,,41. ქეთევან ნაკაშიძე –უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულეტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი –მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე”.
ვ) დანართი №1-ის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3. მერაბ ამაღლობელი- ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი (ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი №8)”.
ზ) დანართი №1-ს დაემატოს შედეგი შინაარსის მქონე 48-ე მუხლი:
,,მუხლი 48. ქუთაისის სასწავლო ცენტრი
48.1. ჯემალ ლიპარტელიანი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი”.
თ) დანართი N1-ის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3. ქეთევან ჭკუასელი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განთლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - დეპარტამენტში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელი პირი”.
ი) დანართი №1-ის 23-ე მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,16. მიხეილ მახვილაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი, მონაცემთა (სასერვერო) ოთახსა და ქსელისა და სერვერული სისტემების განყოფილებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელი პირი;
17. დავით გულუა -  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი, მონაცემთა (სასერვერო) ოთახსა და ქსელისა და სერვერული სისტემების განყოფილებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                           დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება