2019-03-22
ბრძანება №:73/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის   ფიზიკის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373    მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“და ,,პ“   ქვეპუნქტებისა და მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე- 7 პუნქტის, მე-11 მუხლისა მე-4 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2019 წლის 20 მარტის N4847/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2019 წლის 18 მარტის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.     დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:


პლაზმის  ფიზიკის  განყოფილება

1. ცინცაძე ლევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   1,0  საშტატო ერთეული.
2.  დაევალოს  პერსონალის  მართვის  დეპარტმენტს  ლევან  ცინცაძესთან     შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტი)
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი             გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება