2018-10-01
ბრძანება №:250/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ ფასიანი მომსახურებისა და ტრენერის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ ფასიანი მომსახურებისა და ტრენერის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ თსუ რექტორის  2016 წლის 29  ივნისის  N111/01-01   ბრძანების, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის 2016 წლის 16 ივნისის N20408/02 წერილისა და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 24 სექტემბრის N19447/10 წერილების  საფუძველზე,
 
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისათვის“ ფასიანი მომსახურების ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) პირველი მოდული ( კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება): 
ა.ა.)კურსის პირველი მოდულის  მოცულობა  -   15   საათი;
ა.ბ.)კურსის პირველი მოდულის ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 200 ლარი; ხოლო კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება  თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 150 ლარის ოდენობით;

ბ) მეორე მოდული ( სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სასწავლებლებში): 
ბ.ა.) კურსის  მეორე მოდულის  მოცულობა  -   15   საათი;
ბ.ბ.)კურსის მეორე მოდულის  ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 200 ლარი; კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება  თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 150 ლარის ოდენობით;
გ) მესამე მოდული ( მიკრო-სწავლება): 
გ.ა.)კურსის მესამე მოდულის  მოცულობა  - 10   საათი;
გ.ბ.)კურსის მესამე მოდულის ღირებულება ერთი მსმენელისათვის - 150 ლარი; კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კურსის ღირებულება  თითოეულ მსმენელზე განისაზღვროს არანაკლებ 120 ლარის ოდენობით;
2. ტრენერების ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                     ნუნუ ოვსიანიკოვა   

« უკან დაბრუნება