2012-10-10
ბრძანება №:1798/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის #25 დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის  2012 წლის 9 ოქტომბრის #25825/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართულ  №1 დანართში მითითებული დოქტორანტობის კანდიდატები.
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება