2010-06-14
ბრძანება №:132/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 25–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების შერჩევის მიზნით   შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.1    გიორგი ხუბუა - რექტორი (კომისიის თავმჯდომარე)
1.2    ირინე დარჩია - რექტორის მოადგილე
1.3    მარინა ლომოური - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
1.4    ანასტასია ზაქარიაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ.შ
1.5    დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
1.6    ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
1.7    ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
1.8 ნოდარ ბელქანია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
1.9  ელენე ხარაბაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ.
1.10    რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ.
1.11    ლელა ბენიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის მდივანი)
1.12    გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.

  1. ეთხოვის კომისიას საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამეცნიერო გრანტების შერჩევა ადმინისტრაციის ხელმძვანელის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. 
  2. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.  
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

      საფუძველი: თსუ სამეცნიერო  კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ გიორგი ღვედაშვილის 11.06.2010 წლის №14386/02 წერილი.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                              რომან ხარბედია

« უკან დაბრუნება