2010-02-02
ბრძანება №:13/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის მასწავლებელთა შერჩევის ჩატარების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 30 დეკემბრის №259/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება და დამატება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის მასწავლებელთა შერჩევის ჩატარების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 30 დეკემბრის №259/02-01 ბრძანების მე-4, მე-9 და მე-12 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    პუნქტი 4. შერჩევა იწარმოებს დანართი 1( geo, eng )-ში მითითებული კრიტერიუმების 
        გათვალისწინებით; 
    მე-9 პუნქტიდან გამომდინარე დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის 
    ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის
    მასწავლებელთა შერჩევის მიზნით კომისიის  მუშაობის წესი     
    (იხ. დანართი 2 );     
    პუნქტი 12. შერჩევა ჩატარდება 2010 წლის 9 და 10 თებერვალს;

2.  ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
 მოვალეობის შემსრულებელი
                                   რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება