2007-01-25
ბრძანება №:07/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება იურიდიული სამსახურის უფროსის ლელა ბენიძის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე (ბრძანება N07/01–01)


იურიდიული სამსახურის უფროსის ლელა ბენიძის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 36–ე მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დაინიშნოს იურიდიული სამსახურის უფროსი ლელა ბენიძე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად.

2. დაევალოს საერთო განყოფილებას უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობისა და საკონტაქტო ტელეფონის განთავსება თვალსაჩინო ადგილზე.

3. დაევალოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს და სამსახურების უფროსებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყონ ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2006 წლის 29 მაისის #90 ბრძანება "იურიდიული სამსახურის უფროსის ლალი ებანოიძის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე".

5. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება