2014-11-12
ბრძანება №:165/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გაგოშიძის 2014 წლის 03 ნოემბრის №38010/02 და უნივერსიტეტის რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის დირექტორის ზაზა ფირალიშვილის 2014 წლის 04 ნოემბრის №38250/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანების დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,46”-ე და ,,47”-ე მუხლები:
,,მუხლი №46. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. მარიამ კვარაცხელია – ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - ფაკულტეტის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2. დიმიტრი კონტრიძე _ ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი - ფაკულტეტის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.

,,მუხლი 47. რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი
1. ანა მგალობლიშვილი – დირექტორის თანაშემწე - ცენტრის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                         დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება