2008-02-19
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის, ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე დოქტორანტურაში ჩასარიცხი კონკურსანტების საბუთების მიღება-გასაუბრების თარიღების შესახებ (ბრძანება 11/01-01)

ბრძანება # 11 / 01-01
       19.02.2008 წ

 

    
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2007-2008  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის, ჰუმანიტარულ, ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა,   სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა,  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტებზე დოქტორანტურაში ჩასარიცხი კონკურსანტების საბუთების მიღება-გასაუბრების თარიღების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,
                                                         

ვბრძანებ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის, ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე დოქტორანტურაში ჩასარიცხი კონკურსანტების საბუთების მიღება განხორციელდეს 2008 წლის  21 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით. 
  2. დოქტორანტურაში ჩასარიცხი კონკურსანტების გასაუბრება ზემოთ ჩამოთვლილიA ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოს დარგობრივ სექციებზე განხორციელდეს 4 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით. 
  3. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
  4. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე და სხვა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
  5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს. (თ.მარგალიტაძე);
  6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება