2011-09-27
ბრძანება №:1697/01-04

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 15 ოქტომბრის #1754/01-04 ბრძანებით უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც გაიარეს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა ექვემდებარე დაკმაყოფილებას.

აქედან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, რექტორის 2010 წლის 15 ოქტომბრის №1754/01-04 ბრძანებისა და წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე  სწავლის გაგრძელების უფლება:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.            
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
4.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







 
რექტორი                                                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება