2015-12-07
ბრძანება №:03/03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების შეფასების ფორმების დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების შეფასების ფორმების დამტკიცების შესახებ

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის No118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის No116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.   დამტკიცდეს ბაკალავრიატის აკადემიური საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმა (დანართიN1).
2. დამტკიცდეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმა (დანართიN2).
3.   დამტკიცდეს მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმა (დანართიN3).
4.  დამტკიცდეს   დოქტორანტურის   აკადემიური    საფეხურის    საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმა  (დანართიN4).
5.   დამტკიცდეს      პროფესიული     საგანმანათლებლო   პროგრამების     შეფასების  ფორმა (დანართიN5).
6. დამტკიცდეს  საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების შეფასების ფორმა (დანართიN6).
7.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
8.    წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
9.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                        თამარ ვეფხვაძე

« უკან დაბრუნება